ზოგადი დებულებები

ინტერნეტ-მაღაზია EroticFashion.Ge მთელი სერიოზულობით უდგება თქვენი კონფიდენციალურობის საკითხს და კლიენტების ნდობის შენარჩუნებას, პატივს სცემს და უფრთხილდება თქვენი პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას და ძალისხმევას არ იშურებს, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია ინახებოდეს მკაცრად საიდუმლოდ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა. პირადი მონაცემების მოგროვებისას ძირითადი მიზანია - შემოგთავაზოთ კვალიფიციური და ეფექტიანი მომსახურება.

საიტზე EroticFashion.Ge იქნება მითითება, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადახვიდეთ სხვა ოფიციალურ საიტებზე. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ამ საიტებში გამოქვეყნებულ ცნობებზე და მათზე მხოლოდ იმიტომ მიგითითებთ, რომ თქვენთვის უზრუნველვყოთ მოხერხებული პირობები.

აწვდით რა ინტერნეტ-მაღაზია EroticFashion.Ge-ს კერძო ხასიათის ინფორმაციას ამ საიტის მეშვეობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას საკუთარი კერძო ინფორმაციის მიღებაზე, გამოყენებაზე, გადაცემასა და გახსნაზე კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკის პირობების თანახმად.

პერსონალური ინფორმაციის მიღება

არანაირი პირადი ინფორმაცია თქვენ შესახებ, როდესაც შედიხართ ჩვენს საიტზე, არ გროვდება. თქვენ შეგიძლიათ ანონიმურად დაათვალიეროთ საიტი. ჩვენს სერვერებს შეუძლია სტატისტიკისთვის შეაგროვოს ბრაუზერის, კომპიუტერის და საოპერაციო სისტემის ტიპი, აგრეთვე IP-მისამართი. ერთადერთი პირადი ინფორმაცია თქვენზე, რომელსაც ვიღებთ - ესაა ის მონაცემები, რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით წარმოადგენთ ფორმათა შევსებისას. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააქროთ თქვენი პერსონალური მონაცემები პირად კაბინეტში.

რა ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ

ნებაყოფლობითი ინფორმაცია.

ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე დარეგისტრირებისას თქვენ მოგთხოვენ პერსონალურ ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი სავალდებულოა, ზოგი - არა. თქვენ ასეთი ინფორმაციას წარმოგვიდგენთ შეგნებულად და ნებაყოფლობით. ეს შეიძლება იყოს პროდუქტებზე ან მომსახურებაზე მონაცემების შესახებ მოთხოვნისას წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, ჩვენთან ყიდვის შესახებ კითხვით მომართვისას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს თქვენს სახელს, საფოსტო და ელექტრონულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, აგრეთვე ინფორმაციას, რომელსაც იყენებენ თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემების შესამოწმებლად ან თაღლითობის აღსაკვეთად. წარმოდგენილ ინფორმაციას კომპანია იყენებს ინტერნეტ-მაღაზია EroticFashion.Ge-სთან თქვენი პერსონალური ურთიერთობის პროცესის სრულყოფისთვის. პირადი ცნობების შეცვლა, განახლება ან გაქრობა შეიძლება ნებისმიერ დროს პირად კაბინეტში. 

cookies-ის ფაილების გამოყენებისას მიღებული ინფორმაცია.

ინტერნეტში საიტებზე თქვენი მუშაობის გასამარტივებლად გამოიყენება ტექნოლოგია cookies-ი. ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მომხმარებლის დროის ეკონომია. მაგალითად, კალათაში შეგიძლიათ შეინახოთ ადრე თქვენ მიერ გადადებული საქონელი ან შეინახოთ მომართვები პირად კაბინეტში შესვლისას.

თქვენი ბრაუზერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

ეს ინფორმაცია არაა პირადი და ვებ-ბრაუზერით ავტომატურად იგზავნება. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს თქვენს IP-მისამართს, ასევე იმ ვებ-გვერდის მისამართს, რომელსაც ხსნით, როდესაც ეწვევით ინტერნეტ-მაღაზიას, გარდა ამისა, საოპერაციო სისტემის სახელწოდებას, ბრაუზერის სახელწოდებასა და ვერსიას, თქვენი სტუმრობის თარიღსა და დროს. ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, დამოკიდებულია თქვენი ვებ-ბრაუზერის მომართვაზეც (აწყობაზეც).

მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თქვენ შესახებ კერძო ხასიათის ინფორმაცია თქვენი პარტნიორებისგან ან თქვენი მომსახურების მიმწოდებლებისგან. მაგალითად, მივიღოთ ინფორმაცია ბანკისგან გადახდის განხორციელების ფაქტზე.

მოქმედების არე

კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა აღწერს ინტერნეტ-მაღაზია EroticFashion.Ge-ის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მეთოდებს თქვენ მიერ ამ ინტერნეტ-მაღაზის გამოყენებისას, რომლის საიტზეც განთავსებულია ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ კერძო ხასიათის ინფორმაციის მიმართ, რომელიც მიღებულია ინტერნეტ-მაღაზია EroticFashion.Ge-ს მეშვეობით. კერძო ხასიათის ინფორმაცია - ესაა ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა მისი გამოყენებისას ცალკე ან თქვენთვის ხელმისაწვდომ სხვა ინფორმაციასთან კომბინაციით მოახდინოს თქვენი პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება.

უსაფრთხოება

მაღაზია EroticFashion.Ge-ში შეკვეთების გადახდისას საკრედიტო ბარათების მეშვეობით ყველა ოპერაცია მათზე გადის Cartu ბანკის მხარეს სპეციალურად დაცულ რეჟიმებში. არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია საბანკო ბარათებზე, გარდა გადახდის შესახებ შეტყობინებისა, ინტერნეტ-მაღაზიას არ გადაეცემა და არც შეიძლება გადაეცეს.

ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენგან მიღებული კერძო ხასიათის ინფორმაცია შემდეგი ამოცანებისთვის:

მყიდველის რეგისტრაციისთვის საიტზე; თქვენი შეკვეთის მისაღებად, დასამუშავებლად და მისაწოდებლად;

გადასახადის დასამუშავებლად და მისაღებად ან თქვენთვის შეტყობინების გამოსაგზავნად თქვენი შეკვეთის მდგომარეობის შესახებ;

ინტერნეტ-მაღაზიის საქონელზე ან მომსახურებაზე გამოწერის გასახანგრძლივებლად;

თქვენთან უკუკავშირის განსახორციელებლად, თქვენთვის კლიენტთა მხარდაჭერის წარმოსადგენად, თქვენთვის ჩვენი სამსახურების მუშაობაში ცვლილებების შესატყობინებლად;

თქვენთვის წინადადებების და ინფორმაციის წარმოსადგენად აქციებზე, სარეკლამო დაგზავნებსა და ინტერნეტ-მაღაზიაში სიახლეთა შეტანაზე;

ინტერნეტ-მაღაზიის მუშაობის გასაუმჯობესებლად, მისი მუშაობის შესაფასებლად და გასაანალიზებლად, შესაბამისი პროდუქტების ან მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილების დასაგროვებლად;

თქვენთვის იმ საფოსტო გზავნილთა გამოსაგზავნად, რომლებიც შეუკვეთეთ და გადაიხადეთ.

პირადი ინფორმაციის დაცვა

თქვენ მიერ მითითებულ მონაცემებს ჩვენ არ გადავცემთ მესამე პირთ და ვიყენებთ მათ მხოლოდ ჩვენი კლიენტების (მომხმარებლების) განცხადებული  მომსახურებით უზრუნველსაყოფად. ჩვენ არასდროს და არანაირ გარემოებებში არ ვატყობინებთ მესამე პირთ პირად ინფორმაციას ჩვენს კლიენტებზე (მომხმარებლებზე), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს კანონითაა განსაზღვრული.

კომუნიკაცია

რეგისტრაციის დროს სერვერი გზავნის ელექტრონულ წერილს რეგისტრაციის შესატყობინებლად ან საქონლის შესაკვეთად. მომხმარებლებს (მყიდველებს) შეუძლიათ მიმართონ ინტერნეტ-მაღაზიის თანამშრომლებს იმ საშუალებებით, რომლებიც მითითებულია განყოფილებაში `კონტაქტი~ ან `ონლაინ-კონსულტანტის~ მეშვეობით მთავარ გვერდზე.  მაღაზია EროტიცFასჰიონ. Gე-ს აგრეთვე შეუძლია გამოგიგზავნოთ სარეკლამო-საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება.

განსაკუთრებული შემთხვევები. იურიდიულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

არსებობს შეზღუდული (განსაზღვრული) პირობები, რომელთა დროსაც გარეშე მესამე პირთ შეგვიძლია წარვუდგინოთ კერძო ხასიათის ინფორმაცია ჩვენი მონაცემების ბაზიდან:  

სასამართლოს მოთხოვნათა ან განკარგულებათა დაკმაყოფილების მიზნით;

სამართალდამცავ ან სხვა სამთავრობო საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მიზნით;

სავარაუდო სამართალდარღვევის თავიდან ასარიდებლად ან გამოსაძიებლად, მაგალითად, თაღლითობა ან საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპარვა;

საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების მიზნით. ჩვენი ფილიალების, თანამშრომლების, აგენტების, სხვა მომხმარებლების და მთლიანობაში საზოგადოების იურიდიული უფლებების, საკუთრების უფლებების ან EროტიცFასჰიონ. Gე-ის ინტერნეტ-რესურსის უსაფრთხოების დაცვის ან თქვენი ინტერესების დაცვის მიზნით;

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევატყობინოთ შესაბამის სამართალდამცავ ან სამთავრობო ორგანოებს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც უკანონოა, თქვენ შესახებ ისე, რომ არ შეგატყობინოთ.

საქონლის გაცვლა და დაბრუნება

იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საქონლის გაცვლა/დაბრუნება, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თქვენი ყურადღების არეში მოქცეული ნაწარმი შეიცავდეს მაქსიმალურად ობიექტურ ინფორმაციას საქონლის ყველა სამომხმარებლო თვისებებსა და ზომებზე. სათანადო ხარისხის საქონელი დაბრუნებას და/ან გაცვლას არ ექვემდებარება.

საქონლის დაბრუნება და გაცვლა ხდება მხოლოდ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში. არასათანადო ხარისხის საქონლის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში (არ შეიძლება საცვლების მოზომვა), აგრეთვე უნდა იყოს შენარჩუნებული მისი სასაქონლო სახე (შეფუთვა, პლომბები, იარლიყები), სამომხმარებლო თვისებები, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული საქონლის ყიდვის ფაქტსა და პირობებს. მის დასაბრუნებლად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შეგიცვალონ საქონელი იმავე მარკის საქონლით; ასევე მოითხოვოთ შეცვლა ისეთივე, ოღონდ სხვა მარკის საქონელზე (იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს აქვს ეს საქონელი); შეგიძლიათ მოითხოვოთ მყიდველობითი ფასის თანაზომიერი შემცირება; გარდა ამისა, მოითხოვოთ საქონლის ხარვეზების უსასყიდლო აღმოფხვრა; თუკი არის საქონლის ერთეული გასაცვლელად, მაშინ მას აძლევენ, თუ არადა უბრუნებენ ფულს.

ინტერნეტ-აუდიტორია

ჩვენი რესურსი გათვლილი  და ორიენტირებული არაა 18 წელზე ნაკლები ასაკის პირებისთვის გამოსაყენებლად. პირებს, რომელთაც არ მიუღწევიათ (შესაბამის ქვეყანაში მიღებულ) სრულწლოვანებამდე, ეკრძალებათ ამ ინტერნეტ-მაღაზიის მომსახურებით სარგებლობა.

ცვლილებები პირადი მონაცემების გამოყენების პოლიტიკაში

პირადი მონაცემების გამოყენების პოლიტიკის დებულებათა ან პირობათა   შეცვლისას ეს ცვლილებები უნდა აისახოს ამ დოკუმენტში. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევიტანოთ ცვლილებები ამ დოკუმენტის ამა თუ იმ განყოფილებაში ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე, განვათავსებთ რა კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებულ ვერსიას ინტერნეტ-მაღაზია EროტიცFასჰიონ. Gე-ზე. თქვენ მიერ ინტერნეტ-მაღაზია EროტიცFასჰიონ. Gე-ს გამოყენება ამგვარი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას იმის შესახებ, რომ კერძო ხასიათის მთელი ინფორმაცია თქვენზე ან თქვენგან მიღებული ამ ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით, განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ექვემდებარება ამ განახლებული დოკუმენტის პირობებს. თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები კონფიდენციალურობის პოლიტიკის ან მონაცემთა დამუშავების შესახებ, დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართებზე, რომლებიც მითითებულია განყოფილებაში `კონტაქტი~ `უსაფრთხოების სამსახურისთვის~ წერილის თემით.

ახლანდელი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიმდინარე ვერსიის გახსნა შესაძლებელია, თუ გადახვალთ მითითებით `კონფიდენციალურობის პოლიტიკა~.

წარმოდგენილი პირადი მონაცემების სარწმუნოობა

ეთანხმებით რა `კონფიდენციალურობის პოლიტიკის~ დოკუმენტს, თქვენ ადასტურებთ წარმოდგენილი პირადი მონაცემების სარწმუნოობას ან ვალდებულებას იღებთ წარმოადგინოთ სარწმუნო მონაცემები შეკვეთის გაფორმებისას. თუკი შეკვეთა შეცდომით გააგზავნეს წარმოდგენილ არასარწმუნო მონაცემთა გამო, მაშინ ინტერნეტ-მაღაზია EროტიცFასჰიონ. Gე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის ასეთი შეკვეთის მიწოდებაზე.