hustler lingerie

ჰასტლერის თეთრეული - ექსკლუზიური და თანამედროვე პროდუქცია, რომელიც ჰასტლერის სავაჭრო ნიშნით იწარმოება, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. 1974 წელს ლარი ფლინტის მიერ დაარსებული ჰასტლერის მაღაზია მრავალი ისეთი პროდუქციის სერიული წარმოების საფუძველი  გახდა, როგორებიცაა: ახალგაზრდული ვიდეოები, სექს სათამაშოები და რაც ყველაზე მთავარია, თეთრეულის წარმოების ინდუსტრია. ჰასტლერის თეთრეულისთვის დამახასიათებელი ხარისხისა და ფასის საუკეთესო ბალანსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზიდავს მყიდველს. იგი  სტანდარტების შესაბამისი ხარისხის ეროტიულ ტანსაცმელს ქმნის როგორც ქალბატონებისათვის, ისე მამაკაცებისათვის.

 

სხვადასხვა ხარისხის თეთრეული, უნაკერო საცვლები, ბამბისა და მაქმანიანი კოლგოტები, საღამურები და სხვა ქვედა საცვლები ჰასტლერის თეთრეულში არის ელეგანტური, თანამედროვე და იმავდროულად სექსუალურიც. მწარმოებელს ასევე გააჩნია ქალებისა და მამაკაცების ყოველდღიური მოხმარების საგნების წარმოების ძირითადი ხაზიც. მამაკაცის მიკრობოჭკოვანი ქვედასაცვლები სათანადო კომოფორტს უზრუნველყოფს და ამასთან საკმაოდ ნაზია შეხებისას. ამასთან უნდა აღნიშნოს ისიც, რომ უსაზღვროა ზომებისა და ფერთა შერჩევის შესაძლებლობანი.

 

ჰასტლერის თეთრეულმა, იყენებდა რა თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიებს, თუმცა ისე რომ არ ღალატობდა ტრადიციულ შეხედულებებსაცსხვადასხვა სახის ტრიკოტაჟის წარმოებას დაუდო სათავე. კლასიკური ბადე და მასიური მაღალყელიანი წინდების წარმოებასთან ერთად იგი აწარმოებდა ნეილონის ტანსაცმელს გრძელი სახელოებითა და სრული დამატებითი აქსესუარებით. დიზაინერის სავაჭრო ნიშნის ქვეშ საკლუბო ჩაცმულობის, მინიკაბების, სასკოლო ფორმების, თოჯინის ტანსაცმლის ნაკრებების, მაქმანიანი და კუბოკრული მინი კაბების, ჰასტლერის პოლიციის ფორმების, ბადის ფორმის კაბებისა და პლუშის ნაკეთობათა მრავალფეროვნება არის წარმოდგენილი და ისინი განსხვავებული აქტუალურობით ხასიათდებოდნენ ბრენდის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში.

seven til midnight lingerieSeven 'til Midnight არის ლოს-ანჯელესში დაარესებული თანამედროვე კოსტიუმებისა და თეთრეულის ხაზი, რომელიც დღეისთვის ტენდენციურ დიზაინს, წუნდაუდებელ  ოსტატობას, ნათელ ფერებს, თვალისმომჭრელ წარწერებს ქსოვილზე და სხვადასხვა ინტიმურ დეტალებს უზრუნველყოფს. იგი ასობით სხვადასხვა სტილის კოსტიუმებს, თეთრეულს, ტრიკოტაჟს და აქსესუარს აწვდის მომხმარებელს წელიწადის სხვადასხვა სეზონის დროს,  Baby Got Curves-ის კოლექციის ჩათვლით დიდი ზომის ქალებისათვის. Seven 'til Midnight წარმოდგენილია People Magazine-ში, Life & Style-ში, Cosmo-ში, ხოლო ცნობილი ადამიანებიდან, რომლებიც ამ ხაზის პროდუქტის მუდმივი მომხმარებლაბი არიან აღსანიშნავიაკეთი პერი, კიმ კარდაშიანი და დენის რიჩარდსი.

 

კოსტიუმების და თეთრეულის უწყვეტი ხაზი პირველი პრეცენდენტია Carrie Amber Intimates-სთვის, რომლის მემკვიდრეობა ინტიმური ტანსაცმლის წარმოებაში დეკადებს ითვლის. ცნობილია რა თავისი მაღალი ხარისხის დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთობათა წარმოებით, Carrie Amber Intimates აერთიანებს ზემოთხსენებულ ფილოსოფიას Seven 'til Midnight-თან, რომელიც ქმნის უმშვენიერეს, სექსულაურ და მეტად კომფორტულ კოლექციას. ეროტიკულ მოდას Seven ‘til Midnight -ის თეთრეულის ხაზის დიდი ნაწილი უკავია, და ის მიეწოდება მომხმარებელს საუკეთესო შესაძლო ფასად.

electric

ელექტრო თეთრეული -ამერიკული კომპანია, რომელიც 2003 წელს დაარსების დღიდან, ეროტიკული ტანსაცმლის ერთერთი მოწინავე მწარმოებელი გახდა. იგი ქმნის თანამედროვე დიზაინის ეროტიულ და სექსუალურ ტანსაცმელსა და ტრიკოტაჟს, ამასთან საკლუბო ტანსაცმელსა და კოლგოტებს ქალბატონებისათვის. წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული: სპანდექსი, პოლიესტერი და ნეილონი ტანსაცმლის გამძლეობის გარანტიაა გამოყენების მთელი დროის განმავლობაში. ეს კომპანია ყიდის ეროტიული ტიპის შემდეგ ტანსაცმელს: საკლუბო კაბებს, ბიკინებს, კოლგოტებს, მაღალყელიან წინდებს, საღამურებს, მინიკაბებს, მოკლე ზედატანებს, საცეკვაო სტილის ტანსაცმელს, აქსესუარებს, მაქმანებიან ტანსაცმელს და მრავალ სხვას. ამ პროდუქციაში ანგელოზის ფრთები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. იგი იწარმოება ნამდვილი ბუმბულისაგან მცირე და შედარებით რთული მოდიფიკაციების შემდეგ და არსებობს თეთრი, წითელი, შავი და ვარდისფერი შეფერილობით. სწორედ სტილისა და ფერის მრავალფეროვნება იქცევს ხალხის ყურადღებას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით.











leg avenue

ლეგ ავენიუ თეთრეულისა და ტრიკოტაჟის ინოვაციური ბრენდია, რომელიც მოსავს ქალებსა და რომანტიკას მათ ცხოვრებაში. თუკი თეთრეულში გამოწყობილებს არ გტოვებთ გლამურული შეგრძნება, და თუკი ჩვენი ტრიკოტაჟი თქვენს ვიზუალს კიდევ უფრო დახვეწილად წარმოგიდგენთ ეს ჩვენი დამსახურებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა ქალი, რომელიც ატარებსლეგ ავენიუ“- თეთრეულს, თავს თავდაჯერებულად და სექსუალურად გრძნობდეს.

 

 „ლეგ ავენიუ“-, როგორც მარკას, ღარიბი ფესვები აქვს. ეს იყო ტრიკოტაჟის ოჯახური ბიზნესი, რომელსაც იმ თავითვე საკმაოდ ამბიციური მიზნები ქონდა. ცაიების ოჯახმა უნიკალური მაღალყელაინი წინდების გამოშვება და მათი თავშეყრის ადგილებსა და ჯიხურებში გაყიდვა ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ბომონდურ უბნებში ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო. ტრიკოტაჟიდან თეთრეულამდე ბიზნესი ძალიან სწრაფად განვითარდა, რაც უმთავრესად მისი ავტორების ინოვაციური იდეებითა და დაუღალავი შრომით იყო განპირობებული. 1999 წელს ოჯახმა თავისი ახალი პროდუქტის კონცეფციების ყოველდღიურ ცხოვრებაში დასანერგად კომპანიალეგ ავენიუდააარსა.

 

ღარიბული დასაწყისიდან მსოფლიოში ინტიმური სამოსელის ყველაზე დიდი რაოდენობით  ვაჭრობით ლეგ ავენიუ ტანსაცმლის დიზაინის, წარმოებისა და საცალო გაყიდვის მრავალმილიონიან ბიზნესად გადაიქცა. 500-ზე მეტი სახეობის განსხვავებული და უპრეცენდენტო დიზაინის უმშვენიერესი ტრიკოტაჟის პროდუქციის გარდა იქმნება და იყიდება საუკეთესო სტილის თეთრეულს, ფეხსაცმელსა და დამატებით აქსესუარებსაც.

 

მზადაა რა, დაამსხვრიოს ყველანაირი საზღვრები და მოწოდებულია რა, აწარმოოს საუკეთესო საქონელი, „ლეგ ავენიუკლიენტებისათვის სრულ კომფორტსა და კმაყოფილებას უზრუნველყოფს

 

ლეგ ავენიუ... იყავი თავდაჯერებული, იყავი სექსულაური, იყავი ის, რაც ხარ!