გაზომვის წესები
გაზომვა უნდა მოხდეს მხოლოდ ქვედა საცვლებით. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება არ აწარმოოთ გაზომვები საკუთარ თავზე დამოუკიდებლად. ეცადეთ მოძებნოთ ვინმე, ვინც დაგეხმარებათ და მიყევით გაზომვის ქვემოთ წარმოდგენილ ინსტრუქციას. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზომის სწორად შერჩევაზე თავადვე ხართ პასუხისმგებელი.
გულმკერდის გარშემოწერილობა
გულმკერდის გარშემოწერილობის გასაზომად აირჩიეთ მისი ყველაზე განიერი ნაწილი. ამ დროს უნდა იდგეთ თავისუფლად, ქუსლები ერთმანეთის გვერდიგვერდ, მხრები დაშვებული, სხეულის გასწვრივ. საზომი ლენტა მოირგეთ ზურგისა და გულმკერდის ყველაზე განიერ ადგილას.
წელის გარშემოწერილობა
მოირგეთ ხელები წელის ბუნებრივი ხაზის გასწვრივ. ეს სწორედ ის ადგილია სადაც საზომი ლენტა უნდა მოთავსდეს. თუ გაგიძნელდათ წელის ბუნებრივი ხაზის პოვნა, დადექით სწორად, ფეხებით ოდნავ განზე და გადაიხარეთ რომელიმე მიმართულებით. გადახრის შედეგად გაჩენილი ნაოჭი ადგილი არის წელის ბუნებრივი ხაზი.
მენჯის გარშემოწერილობა
დადეგით თავისუფლად, ქუსლებით ერთმანეთის გვერდიგვერდ. გაზომეთ მენჯის ყველაზე განიერი ადგილი. გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ მოირგოთ ლენტა მჭიდროდ.
ტანსაცმლის ზომის შერჩევა გაზომვის შედეგების მიხედვით
მას შემდეგ რაც ყველა ზომა აღებულია, იხილეთ ტანსაცმლის ზომების შესაბამისი ცხრილი. იხელმძღვანელეთ ამ ცხრილით, რათა გაარკვიოთ რა ზომის შეკვეთა გჭირდებათ.
ბიუსჰალტერის კოტოშის (чашечк-ის) ზომის სწორად შესარჩევად
გაზომეთ თქვენი სხეულის დიამეტრი ზუსტად ძუძუების ქვემოთ და ასევე წელის ყველაზე განიერ ადგილას (ჩვეულებრივ ეს არის ძუძუს თავების დონე). გაზომვის ამ ორ შედეგს შორის სხვაობა განსაზღვრავს ბიუსჰალტერის კოტოშის (чашечк-ის) ზომას. მაგალითად გაზომვის შედეგებს შორის 13სმ–იანი სხვაობა (დაახლოებით 5.2 ინჩი (1 ინჩი= 2,52სმ)) ნიშნავს, ზომას A. ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ ბიუსჰალტერის კოტოშის чашечк-ის სასურველი ზომა.
HUSTLER LINGERIE
SEVEN'TIL MIDNIGHT
LEG AVENUE